38 წლის მარი თხელიძე გუშინ მეზობელმა მოკლა. რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. რა თქვა დამნაშავემ? – geonewest.com
ახალი ამბები

38 წლის მარი თხელიძე გუშინ მეზობელმა მოკლა. რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. რა თქვა დამნაშავემ?

გუ­შინ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მოკ­ლესმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 35 წლის ამი­რან დარ­ჯა­ნი­ას ად­ვო­კა­ტის, თა­მარ გა­გუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბარს თავს არი­დებს და კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­შიც მი­ნი­მა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დარ­ჯა­ნია არ უარ­ყოფს, რომ გარ­დაც­ვლილ გო­გოს იც­ნობ­და – ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის ფაქტს გა­მო­რი­ცხავს და აცხა­დებს, რომ „ის არ არის მკვდა­რი“.

“გუ­შინ შევხდი მას. რო­გორც კი და­ა­კა­ვეს, მა­ლე­ვე და­ე­ნიშ­ნა ად­ვო­კა­ტი, რად­გან ის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაც­ვას მისი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გუ­შინ იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მა­ნამ­დე ვნა­ხე, მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს არ სა­უბ­რობს. კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­შიც მი­ნი­მა­ლუ­რად სა­უბ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მო­ე­ბას, ის უარ­ყოფს და სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდა­რი. ერ­თა­დერ­თი ის თქვა, რომ არ არის მკვდა­რიო. იმას, რომ იც­ნობ­და ამ გო­გოს, მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ ამას არ უარ­ყოფს. იმას რომ იც­ნობ­და, არ უარ­ყოფს, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­კი­თხვებს გა­ურ­ბის, არ სა­უბ­რობს და ჩუ­მად ზის. მას რე­ა­ლუ­რად აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ერთი პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რია.

ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა – 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.თ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

“გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს“,- ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Back to top button