”ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა… ხვალ დაბადების დღე აქვს” – რას ჰყვებიან 17 წლის სპორტსმენზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა? – geonewest.com
ახალი ამბები

”ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა… ხვალ დაბადების დღე აქვს” – რას ჰყვებიან 17 წლის სპორტსმენზე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა?

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისში. 17 წლის გოგონა, ნინი მამარდაშვილი რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, კარატისტი იყო.

გლოვაა ბოლნისში, სადაც ყველა იცნობდა ამ საყვარელ გოგონას, რომელმაც უზარმაზარი სიყვარული დატოვა. როგორც შევიტყვეთ, გოგონა მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხეს შეეჯახა, სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ნინი კერძო სკოლა “დავითაინის” მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლე იყო. სამწუხაროდ ბევრი განუხორციელები ოცნება დარჩა და ყველა განიცდის ამ დიდი მომავლის მქონე გოგონას გარდაცვალებას.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი მომხდარს. ნინი ჩემი მოსწავლე კი არა, შვილი იყო. ისეთი ურთიერთობა გვქონდა. რა უნდა გითხრათ, საოცარი, სიცოცხლით სავსე გოგონა არ გვყავს, სპორტსმენი ბავშვი, არაჩვეულებრივი გოგონა, ძალიან დიდი მომავლის. საქართველო ასახელა თავისი სპორტული წარმატებებით. ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ მოხდა. ისეთ ადგილზე მოუვიდა ეს ამბავი, რომ წარმოუდგენელია. იქ საერთოდ არანაირი ტრანსპორტიც კი არ დადის. ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ ბავშვის საშინელმა ამბავმა გაგვანადგურა. უნიჭიერესი გოგონა იყო, სულ ვეუბნებოდი, არ მოდუნდე-მეთქი, თავისუფლად გადიოდა სკოლაშიც ოქროს მედალზე. ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. შოკში ვართ ყველანი. ჩვენი მოუშუშებელი იარაა, ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ სიზმარში ვართ. განაგრძეთ კითხვა>>>

Back to top button