
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 46 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, სოფელ კალაურში მოხდა.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში დედამ იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: resonancedaily. com



