სიმაღლიდან კაცი გადმოვარდა იქვე დაიღუპა – აღნიშნული კორპუსიდან ადამიანების ვარდნის შემთხვევა ხშირია! – geonewest.com
ახალი ამბები

სიმაღლიდან კაცი გადმოვარდა იქვე დაიღუპა – აღნიშნული კორპუსიდან ადამიანების ვარდნის შემთხვევა ხშირია!

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა შარტავასა და ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე მრავალსართულიან კორპუსთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა დღის განმავლობაში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და შსს წარმომადგენლები, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, აღნიშნული კორპუსიდან ადამიანების ვარდნის შემთხვევა ხშირია.

წყარო: „აჭარა თაიმსი“ 

Back to top button