გაირკვა ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში სასტიკად ნაცემი და მერე მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა – რას მოჰყვა დაპირისპირება და ვინ არიან დაპატიმრებულები? – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში სასტიკად ნაცემი და მერე მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა – რას მოჰყვა დაპირისპირება და ვინ არიან დაპატიმრებულები?

ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი დარბაიძეა. 25 წლამდე ბიჭს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

თავდაპირველად, მამაკაცებს შორის დაპირისპირება რიგის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა მოკლული ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზურგში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

“ტვ პირველის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ფიგურანტი სამი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.

Back to top button