ნატალია ყიფშიძე ბაბუზე, ამ წუთებში ახალ მიმართვას ავრცელებს – geonewest.com
საზოგადოება

ნატალია ყიფშიძე ბაბუზე, ამ წუთებში ახალ მიმართვას ავრცელებს

ნატალია ყიფშიძე ბაბუზე, ამ წუთებში ახალ მიმართვა ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
“ჩემს სოციალურ მედიაში მოიმატა აგრესიული ბოტების კომენტარები (ალბათ ყველასთან ვინც ოდნავ მაინც აქტიურად საუბრობს ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ). ამ ბოტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩემს ეროვნებას ( ნახევრად სომეხი ვარ რაზეც ხმამაღლა და სიამაყით ვსაუბრობ ბავშვობიდან) დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს. დიახ მე ეროვნებით ქართველი და სომეხი ვარ. გამზარდა ამ საოცარმა პიროვნებამ. ბიჭი (არკადი ქვია და ბიჭის ეძახიან ბავშვობიდან) ბაბუმ მასწავლა ქვეყნის სიყვარული, საკუთარი აზრის ქონა და მისი გამოხატვა საჭიროების მიზნით. ჩემი ბაბუს წინაპრები საქართველოში გადმოვიდნენ მრავალი საუკუნის წინ, მოიტანეს სომხური ენა ჩემ თაობამდეც კი და საქართველოს სამშობლოს ეძახიან. უყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე დიდი პატრიოტია. ბაბუ 25 წელია ვერ დადის და სახლიდან მოვლენებს აკვირდება. პოლიტიკაზე ბაბუ მესაუბრება, მნიშვნელოვანი გადაცემაში წასვლის წინ მიყვება ახალ ამბებს სიღრმისეულად და მამხნევებს აქციებზე ყოფნისას. დილით რო ვიღვიძებ მეხუტება და მეუბნება რომ ამაყობს ჩემით და მეც ყოველდღე ვიამაყებ ჩემი ბაბიკოთი რომელიც დღემდე ბროწეულის წვენს ხელით მიწურავს და საკუთარი შვილივით მზრდის.”-წერს ის

Back to top button