ქალი მეზობლის სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს – სად მოხდა შემთხვევა და რას ასახელებენ ერთ-ერთ ვერსიად? – geonewest.com
ახალი ამბები

ქალი მეზობლის სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს – სად მოხდა შემთხვევა და რას ასახელებენ ერთ-ერთ ვერსიად?

დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის მეზობელი ქალის სახლია, რომელსაც გარდაცვლილი ხშირად სტუმრობდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

გარდაცვლილი მათთან მისულმა სხვა პირმა ამოიცნო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116- ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მთავარი ამბები კახეთიდან

Back to top button