ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა! – როგორ მოხდა ტრაგედია და ვინ არის დაღუპული? – geonewest.com
ახალი ამბები

ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა! – როგორ მოხდა ტრაგედია და ვინ არის დაღუპული?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ანანაურის მკვიდრი, 26 წლის სოსო აბრამიშვილი ემსხვერპლა ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აბრამიშვილი საკუთარი “ფორდის” მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მთავარი ამბები კახეთიდან

Back to top button