30 წლის ქალის, სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი კონსერვირებული საჭმელია. სად მოხდა შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

30 წლის ქალის, სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი კონსერვირებული საჭმელია. სად მოხდა შემთხვევა?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია მიიღეს გარდაცვლილის მეუღლემ და შვილმაც, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

სოფელ კარდენახის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ სახლში დამზადებული ბადრიჯნის კონსერვი მიიღეს, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
წყარო: interpressnews. ge

Back to top button