
სამტრედიაში, სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი მელქაძეა. წინასწარი ცნობებით, საქმე სავარაუდოდ, თვითმკვლელობას უკავშირდება.
“საშინელი ტრაგედიაა… ჩვენი ირაკლი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები.
მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს შესაბამისი უწყებები არკვევენ.
წყარო: ინფო იმერეთი



