სკანდალური ვიდეო, რომლის გამოც კავკასიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ცოლი ქორწილის დღეს თმებით შუა ქუჩაში გამოათრია და ქორწილი ჩაშალა
რამდენიმე წლის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილი, თუმცა ახალგაზრდების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სპორტსმენმა უცნობი ნომრიდან, მიიღო ვიდეო, სადაც მისი საცოლეს მსგავსი გოგონა მონაწილეობს. ვიდეოსთან ერთად მიიღო ტექსტური შეტყობილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ იგი, სავარაუდოდ, სექს-ესკორტი იყო. კადრებში ჩანს შავთმიანი ლამაზმანი, რომელიც მხოლოდ საცვლების ამარაა და ვნებიანად ენას უყოფს ადრესატს .პატარძლის წარსული ცნობილი გახდა შუა ქორწილში, ანონიმური წყაროს ცნობით, ვიდეოკადრები ეკუთვნოდა ცოლიან ბიზნესმენს, რომელიც Forbes- ის სიაშია. იმისდა მიუხედავად, რომ თავად გოგონა მდიდარი ოჯახიდან არის, სავარაუდოდ ეს მდიდარი მამაკაცი, ძვირფასი საეჩუქრებით ანებივრებდა გოგონას . ეს გაიგო მისმა კანონიერმა მეუღლემ, რომელმაც გადაწყვიტა სწორედ ამ გზით ეძია შური ახალგაზრდა გოგონაზე. თუმცა, ამ ვერსიის სხვა დადასტურება არ არსებობს.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, როდესაც ზაურბეკს ეს ვიდეო გამოუგზავნეს, იგი მაგიდიდან წამოხტა, პატარძლის ოთახში შევიდა (ოსებს პატარძალი ცალკე ჰყავთ) … მან თმებში წაავლო გოგონას ხელი, გაიყვანა გარეთ და მიწაზე დააგდო. შემდეგ ჩაიცუცქა, დაიწყო ტირილი და საცოლეს უთხრა : “რატომ მომექეცი ასე?”გოგონა მოსკოვში გაემგზავრა, ხოლო მამამისი რეანიმაციაში მოხვდა გულზე პრობლემების გამო. საერთო ჯამში, ქორწილში დაახლოებით 500 ადამიანი იყო მიწვეული, რომელიც 8 მილიონი რუბლი დაჯდა.თავისუფალი სტილის მოჭიდავე, 28 წლის ზაურბეკ სიდაკოვი დაიბადა ქალაქ ბესლანში, იგი არის მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონი