ახალი ამბები
(ვიდეო) “მდინარე ადიდდა, სეტყვაა, მოსავალი განადგურდა” – რა კადრები ვრცელდება ბაღდათიდან?
ძლიერი სეტყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტში – სოფელ პირველ ობჩაში განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. დაზიანდა ვენახებიც.
ასევე ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა ადიდდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.