ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ასე რო­გორ მოგ­ვიკ­ლეს შენი თავი” – რას წერს გუშინ ტრაგიკულად დაღუპული ახლაგაზრდა ბიჭის მეუღლე. – geonewest.com
ახალი ამბები

ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ასე რო­გორ მოგ­ვიკ­ლეს შენი თავი” – რას წერს გუშინ ტრაგიკულად დაღუპული ახლაგაზრდა ბიჭის მეუღლე.

გუ­შინ წყალ­ტუ­ბო­ში, სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 28 წლის ახალ­გაზ­რდის, დემო სა­ლუქ­ვა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, ტრა­გე­დია სო­ფელ­ში დატ­რი­ალ­და.

ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­საც დემო სა­ლუქ­ვა­ძე მარ­თავ­და, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა და სამ­წუ­ხა­როდ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა.გლო­ვაა სო­ფელ­ში, სა­დაც ამ ახალ­გაზ­რდას ყვე­ლა იც­ნობ­და.

დემო ოჯახ­თან ერ­თად სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში ცხოვ­რობ­და. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ყვე­ლა გა­ნიც­დის მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

“ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩემო ლა­მა­ზო ბიჭო, ასე რო­გორ მოგ­ვიკ­ლეს შენი თავი, რა ვქნათ აწი უშე­ნოდ, რა გზას ვე­წი­ოთ. რამ­დე­ნი გეგ­მა გვქონ­და, რა ვუ­თხრა ჩვენს შვი­ლებს, რო­გორ შე­ვუვ­სო უშე­ნო­ბა, რო­გორ და­ვი­ძი­ნო და გა­ვიღ­ვი­ძო უშე­ნოდ, რა მწა­რე ხარ ვინ იცის. რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი შენი ფე­ხით თუ ვერ შე­მოხ­ვი­დო­დი სახ­ლში. ვაი, იმას ვინც მაგ დღე­ში ჩა­გაგ­დო, შენი ცოდ­ვით მა­ინc ვერ გა­ი­ხა­რებს. მან­ქა­ნა გიყ­ვარ­და და მა­ინც მან­ქა­ნის წერა გაგ­ხა­დეს”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამბობს, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი გას­წრე­ბას ცდი­ლობ­და, ჩქა­რა მო­დი­ო­და, გად­მო­ვი­და სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში და ამ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა.

განაგრძეთ კითხვა>>>>

Back to top button