
ნაოჭების მოშორება და სახის ოვალის დაჭიმვა ნამდვილად ძალიან მარტივია. ამ მიზნით ჟელატინი და რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მსგავსი ნიღაბი დაგლუვების ეფექტით გამოირჩევა.

ქიმიურ ნაერთებზე დაფუძნებული ნიღბები კანს არ კვებავს, ამიტომ მათ სასარგებლოს ვერ ვუწოდებთ. ამასთან ასეთ ნიღბებს მოკლე ვადიანი ეფექტი აქვთ. მათგან განსხვავებით ჟელატინის ნიღაბს უფრო მეტი უპირატესობა აქვს.

ჟელატინის კრემის დამზადებათქვენ დაგჭირდებათ:1 ჩ/კ ჟელატინი100 გრ წყალი3 ს/კ თაფლი0, 5 ჭიქა გლიცერინიდანის წვერით – სილიცილის მჟავა
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ნარევი წყლის ორთქლზე მოათავსეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ მიღებული ნარევი გააგრილეთ და მუდმივად აურიეთ. მზა ნარევი სუფთა სახეზე ყოველ საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე წაისვით.ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ. ზედმეტი ნარჩენები სველი სალფეთქით მოიშორეთ. ამის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. სახის ნიღაბი მაცივარში შეინახეთ. მიღებული ნარევი ჩვეულებრივ 1 თვე გეყოფათ.