გაირკვა “ბოლო ზარზე” მომხდარ ავარიაში დაშავებულთა რაოდენობა და მდგომარეობა – მათ შორისაა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელიც – geonewest.com
ახალი ამბები

გაირკვა “ბოლო ზარზე” მომხდარ ავარიაში დაშავებულთა რაოდენობა და მდგომარეობა – მათ შორისაა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელიც

ბოლო ზარის აღნიშვნისას მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულია 2 მოსწავლე და ერთი მშობელი – ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს -| ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი კლინიკის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა – მაშინ, როდესაც სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ამ დროს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button