
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში კახეთის გზატკეცილზე. პოლიციის წინ, სუპერმარკეტ „ნიკორასა“ და ბენზინგასამართ სადგურს შორის მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეასკდა. მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ზედა სამგორში მოხდა, პოლიციის წინ, „ნიკორასა“ და ბენზინგასამართ სადგურს შორის. იმხელა ხმა ჰქონდა შეჯახებისას, ათასჯერ მაინც ვილოცე, რომ გადარჩეს-თქო“ – წერს თვითმხილველი.
წყარო: resonancedaily .com