
ქუთაისში კაცი დაჭრე. მოქალაქეს დაზიანებები გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს”- წერს შსს.
გამოძიება სისხლისსამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: .resonancedaily. com



