ახალი ამბები

სროლის შედეგად კაცი დაიღუპა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

ბათუმში გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობებით, გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„ინტერპრესნიუსი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button