ახალი ამბები

“ქალმა შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა…” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ადგილობრივები “ტვ პირველს” უყვებიან, 42 წლის ქალმა 8 წლის ვაჟი მაკრატლის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით თვითმკვლელობა სცადა.

მკვლელობის ადგილზე სოფელი ხახალაჯვარში პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. მოკლული 8 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა.

არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან მეზობლების თქმით, ქალს სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

Back to top button