ახალი ამბები

მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს ამ დრომდე ეძებენ – რა დეტალებია ცნობილი

თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე წუ­ხელ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში გა­და­ვარ­და, მაშველები ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ ერთი პირი, მძღოლი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ცნობით, წყალში მანქანა უკნიდან ძლიერი შეჯახების შედეგად გადავარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

Back to top button