
ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ავარიაში მოყვა, დაიღუპა.
როგორც “ინფო რუსთავი” იუწყება, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით “მერსედესის”მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს.
ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.
თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი.



