
კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურია მოკრივე ტერენს კროუფორდის კრიტიკისგან დაიცვა:
“რას ჯანდაბას ამბობ? ჭიდაობა შეგიძლია და MMA-ში ჩხუბის გეშინია. ეგ ჩემთვის უბრალოდ საცოდაობაა. ის ბიჭი MMA-ს ბრძოლაში დამარცხდა. ბრძოლაში, რომელშიც შესვლის გამბედაობა შენ არ გაქვს. რა ჯანდაბა უნდოდათ ამ პატარა მოკრივეებს ამ შოუზე, როცა MMA-ს არცერთი მებრძოლი არ ყოფილა?“ – ასე უპასუხა ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა მოკრივის, ტერენს კროუფორდის განცხადებას, რომელმაც თოფურიას მარცხის შემდეგ დასცინა.
“ეს ის ბიჭი არ არის, ვინც ამბობდა, რომ დამანოკაუტებდა? და მე და შაკურს ერთდროულად გვცემდა?” – დაწერა ტერენს კროუფორდმა.



