ახალი ამბები

ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა! – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რამ გამოიწვია ქალის გარდაცვალება?

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც მსხვერპლმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტი გუშინ მოხდა. შემთხვევის გარემოებებს სამართალდამცველები სწავლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. კაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.

მთავარი ამბები კახეთიდან

Back to top button