ახალი ამბები

12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო! – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

ოკუპირებულ აფხაზეთში უბედური შემთხვევა მოხდა. სოხუმში, „მაიაკის“ რაიონში, 12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო.

წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. 

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button