
ბოლო საუბარი მეუღლესთან, ზარი ჰოლანდიიდან…5 თვე სავარძელში გაატარა ნინოს გვერდით, ბოლოს ჰოლანდიაში წავიდა და დაკრძალვაზე არ ჩამოსულა. დედას უთხრა- ,,მინდა თქვენი შვილი ისეთი მახსოვდეს, როგორც მიყვარდაო”. სრული გადაცემა იხილეთ – “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“
ცნობისთვის, 35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც 15-წუთიანი პროცედურის შედეგად დამძიმდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალს ორგანიზმში აღმოაჩნდა ბაქტერია (ლეპტოსპიროზი), რის გამოც განუვითარდა ელვისებური სეფსისი, სეპტიკური შოკი, კომა. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე: თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობით.



