ახალი ამბები

თბილისში მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა! – როგორ მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რას მოჰყვა ანგარიშსწორება?

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში – ინფორმაციით, მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა. არასრულწლოვანს რამდენიმე ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი უკვე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button