
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე.
„საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია”, – უყვება წყარო გამოცემას.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: “გურია ნიუსი”



