ახალი ამბები

35 წლის ქალმა 3 მცირეწლოვანი შვილი მოკლა.

მასაჩუსეტსში მცხოვრები 35 წლის ყოფილი მედდა, ლინდსი კლენსი, სასამართლოს წინაშე სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით წარდგება. პროკურორების განცხადებით, ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მკვლელობები განზრახ და განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 2023 წლის 24 იანვარს ლინდსი კლენსიმ თავისი სამი შვილი – 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი – სავარჯიშო ზოლების გამოყენებით მოკლა.

პროკურორების ვერსიით, ლინდსი კლენსიმ სავარჯიშო ზოლები ბავშვების კისერზე თავად მოუჭირა და ასე გამოიწვია მათი სიკვდილი.

დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ ბავშვები მისმა ქმედებებმა იმსხვერპლა. თუმცა ადვოკატების განცხადებით, მკვლელობების დროს ის მძიმე მშობიარობის შემდგომი ფსიქოზით იტანჯებოდა და სხვადასხვა მედიკამენტის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. განაგრძეთ კითხვა

Back to top button