ახალი ამბები

(ვიდეო) უმძიმესი კადრები ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გასვენებიდან

გორში მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული დედა-შვილი დღეს დაკრძალეს. ანი ბერიანიძე და 3 წლის მართა ბოლო გზაზე ოჯახის გარდა, მოქალაქეებმაც გააცილეს. გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 2 დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. რევაზ ელიზბარაშვილს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა არაფხიზელ მდგომარეობაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი კაცს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაღუპული დედა-შვილის ოჯახი რევაზ ელიზბარაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს და ეჭვები აქვს, რომ ავტომანქანას მისი არასრულწლოვანი შვილი მართავდა, ელიზბარაშვილმა კი დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

Back to top button