
11 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმაა მოსალოდნელი.
“შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.



