რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ? – geonewest.com
ახალი ამბები

რას წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი – ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს – მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.

„ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აცხადებს ზელენსკი.

Back to top button