საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გარდაცვლილი ნახეს – ვინ არის ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელიც მოკლული იპოვეს? – geonewest.com
ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქე პოლონეთში გარდაცვლილი ნახეს – ვინ არის ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელიც მოკლული იპოვეს?

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თელავის მკვიდრის, 37 წლის გიორგი ჭილაშვილის ცხედარს, პოლიციამ 25 აპრილს მიაგნო.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

გიორგი ჭილაშვილი პოლონეთში პერიოდულად სამუშაოდ დადიოდა.

მომხდარ ფაქტზე, პოლონელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, გარდაცვლილი კი, ამ დროისათვის, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გიორგი ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button