ახალი ამბები

“სიტყვები უძლურია იმ უდიდესი უბედურების წინაშე, რამაც დღეს ჩვენი სოფელი მოიცვა”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

,,კისისხევი” სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

,,სიტყვები უძლურია იმ უდიდესი უბედურების წინაშე, რამაც დღეს ჩვენი სოფელი მოიცვა. ორი ახალგაზრდის, გიგა იოსებაშვილისა და მიშიკო ზაალიშვილის ასე ადრეულად შეწყვეტილი სიცოცხლე თითოეული კისისხეველის მოუშუშებელი იარაა.

კისისხევის გვერდის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გიგასა და მიშიკოს ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ ენით აღუწერელი ტკივილის გამო. გამძლეობა და სულის სიმტკიცე მისცეს უფალმა მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში…ნათელში იყოს მათი სპეტაკი სულები”.- ნათქვამუა განცხადებაში.

Back to top button