ახალი ამბები

(ვიდეო) ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ბიძას ვიდეომიმართვით პასუხობს – “რას წერს ეს გიჟი?! გააყალბა მიმოწერა”

ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ბიძას, ლუკას ნავროზაშვილს ვიდეომიმართვით პასუხობს.

“ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი მესიჯი, სადაც არც კი ჩანს წუხილი და გვედავება, ჩვენ ერთხელ შევწუხდითო და ეკა ამას არ ამბობსო. გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს და ამათ მესიჯობანა გაახსენდათ პოლიცია რომ ჩხრეკაზე შევიდა, იმ ღამეს! რომელი მესიჯის (შუა მესიჯის) გაყალბებასაც მედავებიან არ აწერია გამოგზავნის დრო და აწერია “Edited”. “ჩვენი პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა”-ო, რას წერს ეს გიჟი?! რა პირადი მაკავშირებს მე მასთან?!.

პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული. თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს?!?!?!?! მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვნებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ!” – ამის შესახებ ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის დედის ძმამ, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელი სტატუსი და “სქრინები” გამოაქვეყნა:

“არას­დროს მი­ფიქ­რია პი­რა­დი მი­მო­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი პი­რა­დი წე­რი­ლე­ბი თა­ვად ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა – ოღონდ არა სრუ­ლი სა­ხით, არა­მედ ჩვე­ნი ოჯა­ხის “მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის” მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად – დუ­მი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა. რო­დე­საც გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი, სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი ემო­ცი­აც კი, რო­მე­ლიც არა­ფერ­ზე ყო­ფი­ლა გათ­ვლი­ლი, გარ­და მის­და­მი ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ნაგ­რძნო­ბი­სა, რო­მე­ლიც არ და­მი­წე­რია იმის­თვის, რომ ოდეს­მე ვინ­მეს სა­ჯა­როდ ენა­ხა – დღეს ნი­ა­სა და ჩვე­ნი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა; და ამავდრო­უ­ლად სა­ჯა­როდ გვეს­მის, თით­ქოს ერთი “ვწუხ­ვარ”-ც კი არა­ვის გვით­ქვამს, მა­შინ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად ნა­ხონ, რე­ა­ლუ­რად რა მივ­წე­რე ქალ­ბა­ტონ ეკას ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში.

მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვო­ბი­დან აღარ ვცხოვ­რობ და იმ მო­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და, რა მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ნიას სახ­ლში. ჩემი სი­ტყვე­ბი იყო ერთი ადა­მი­ა­ნის გულ­წრფე­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლის მი­მართ – და მეტი არა­ფე­რი. მე მივ­წე­რე: “ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბით, გული მეგლი­ჯე­ბა, რა გა­ვა­კე­თო, რა შე­მიძ­ლია, ნე­ტავ შე­მეძ­ლოს რამე”. და მის ქვეშ: “გამ­ლან­ძღეთ თუ გინ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი და­მი­ძა­ხეთ, ყვე­ლა­ფერს გა­პა­ტი­ებთ, უბ­რა­ლოდ ნუ მა­ი­ძუ­ლებთ, რომ ნია მკვლე­ლად აღ­ვიქ­ვა. არა­ვინ გებ­რძვით თქვენ”. მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, რო­დე­საც ჩემი პი­რა­დი მი­მო­წე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს, სწო­რედ ეს მე­ო­რე შე­ტყო­ბი­ნე­ბა იქნა ამოჭ­რი­ლი.სწო­რედ ის სი­ტყვე­ბი გაქ­რა, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში დავ­წე­რე: „არა­ვინ გებ­რძვით თქვენ.“

ორი­ვე “სქ­რინ­შოთს” ვდებ და ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად შე­ა­და­რონ სრუ­ლი მი­მო­წე­რა სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას – და დას­კვნე­ბიც თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნონ. ნია თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს რო­გორც “მკვლე­ლი”, “დამ­კვე­თი”,”ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი”. ფეხ­ქვეშ გა­ი­თე­ლა 16 წლის ბავ­შვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა უფ­ლე­ბა და უმ­ძი­მე­სი, ათ­თვი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად მის მი­მართ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ძულ­ვი­ლი შე­იქ­მნა.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი ახლა თით­ქოს მთე­ლი ოჯა­ხი “მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბი” ვართ. რო­დე­საც ჩემი სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი ემო­ცი­აც კი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ამოჭ­რი­ლი ვერ­სით. გი­გას სი­ცო­ცხლე ფას­და­უ­დე­ბე­ლი იყო. მისი სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა და მისი ოჯა­ხის ტკი­ვილს ვე­რა­ფე­რი გა­აქ­რობს. არ ყო­ფი­ლა დღე, გი­გა­ზე არ მე­ფიქ­როს. რო­გორც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გულ­წრფე­ლად ვუ­თა­ნაგ­რძნობ­დი ქალ­ბა­ტონ ეკას, ასე­ვე თა­ნა­ვუგ­რძნობ დღე­საც.

მაგ­რამ ნია იმ­ნა­ძის სი­ცო­ცხლეც ფას­და­უ­დე­ბე­ლია – ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის. ჩვენ არა­ფერს ვი­თხოვთ, სი­მარ­თლის გარ­და. არც იმას ვი­თხოვთ, რომ ვინ­მემ ბრმად და­ი­ჯე­როს რა­ი­მე. სწო­რედ პი­რი­ქით: ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად ნუ­რა­ვის. ნა­ხეთ, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნე­ბი.სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ეკუთ­ვნის არც ჩვე­ნი სა­სურ­ვე­ლი სი­მარ­თლე და არც სხვი­სი სა­სურ­ვე­ლი სი­მარ­თლე. რად­გან სი­მარ­თლე არც ერთი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკუთ­ვნის მხო­ლოდ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ჭეშ­მა­რი­ტი სი­მარ­თლე”.

1-1786515786.png

წყარო: https://palitravideo.ge/

Back to top button