ახალი ამბები

ავარიაში 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ მანავში რამდენი საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.

შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: .resonancedaily. com

Back to top button