ახალი ამბები

ავტომაგისტრალზე ავარიაში დედისერთა ბიჭი დაიღუპა, შეჯახების შემდეგ მანქანა ერთიანად დაიწვა – ვინ აღმოჩნდა გარდაცვლილი და რას წერენ მასზე?

ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაღუპული მძღოლი მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდაა.  სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს დავით კაკულიას გლოვობს.

„როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო…

დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დავით კაკულია იქვე დაიღუპა.

წყარო: პრაიმტაიმი

Back to top button