ახალი ამბები

ცnობილი ხდება 16 წლის მოზარდის ვინაoბა, რომელსაც ბათუმში მატარებელი დაეjახა და გარდაიcვალა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.

Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცლილი 16 წლის გოგონა სანდრა შარაშიძეა.

როგორც Palitravideo-ს წყარომ უთხრა, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა. ის ზღვიდან მარტო ბრუნდებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა.

“სანდრა მწვანე კონცხზე ცხოვრობა. ზღვიდან ბრუნდებოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოთ მარტო იყო,” – უყვება “პალიტრავიდეოს” წყარო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button