
“გმირები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ფოტოს აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, 20 წუთი ცდილობდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მთელი შემადგენლობა პაციანტის გაჩერებული გულის ამუშავებას და მათ ეს შეძლეს. ქალი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოულოდნელად ცუდად გახდა, სამედიცინო პერსონალის გადაუდებელი დახმარების შემდეგ გადარჩა. პაციენტი მკურნალობას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.
წყარო: palitravideo. ge



