
გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან.
„გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომელიც მოუთმენლად ელოდა ფრენბურთის ვარჯიშის დაწყებას.
სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის გადმოსაცემად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სპორტსკოლისა და ფრენბურთელების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ავტოსაგზაო შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა.
დაშავებული გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.



