ახალი ამბები

ცნობილა ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა

ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა.

და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა საბა ბოლ­ქვა­ძეა. გარ­დაც­ვლილს ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

“საბა, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლის­თვის გაგ­ვი­მე­ტე, ძა­ლი­ან ძნე­ლია და­ვი­ჯე­როთ, რომ აღარ ხარ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა წინ კი­დევ მრა­ვა­ლი წელი, ამ­დე­ნი ოც­ნე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გე­ლო­და”…

“ჩემო გულო, ხომ მოგვკალი”…

“როგორ მენანები საბა, ჯერ ხომ სულ პატარა იყავი…”

“ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩვენო ოქრო კაცო”…

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად, ასე­ვე, ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

Back to top button