ახალი ამბები

“ისე ცუდად ვარ, ვერ ვიაზრებ, გული მიჩერდება…რესტორან “შუაგულში” იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ” – მცხეთასთან მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას (ნათია კვინტრაძე და მარი იმერლიშვილი) სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ნათია კვინტრაძე და მარიამ იმერლიშვილი, სამი დაშავებული კი კლინიკებშია გადაყვანილი.

“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, გოგონები ქორწილში იყვნენ და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელი ავარია მოხდა. დაღუპულები ერთმანეთის მეგობრები არიან. კონკრეტულად რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

“წეროვნის დასახლებასთან, დიდ ტრიალ მინდორზე არის რესტორანი “შუაგული”. როგორც ვიცი, იქ იყვნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ. ძალიან მიხვეულ-მოხვეული გზებია. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. შესაძლოა, გზა აებნათ და მანქანა თხრილში გადავარდა. ვინც საჭესთან იჯდა, ისიც დაიღუპა. ქორწილიდან მოდიოდნენ, მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა”, – ამბობს გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი. განაგრძეთ კითხვა>>>

წყარო: https://palitravideo. ge/

Back to top button