
“უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას” – ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ეკა მხატვრიშვილი გასანკუთრებულ მადლობასმოკლული გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის.
“უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას.
უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს. მათმა სამძიმარმა ძალა მომცა.
ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას.
მადლობა ყველას, სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა” – წერს ეკა მხატვრიშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
წყარო: palitravideo .ge



