ახალი ამბები

ორი მანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, მერე ერთ-ერთი წრეზე ავარდა და ბოძს შეასკდა – სად მოხდა ავარია?

რუსთავში ავარიის დროს ავტომობილი წრეზე ავარდა და განათების ბოძს დაეჯახა . ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს “სუბარუსა” და “ბეემვეს” მარკის ავტომობილები დაეჯახა. შეჯახების შემდეგ “სუბარუს” მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით წრეზე ბორდიურზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფო რუსთავი

Back to top button