16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ურტყამდა და მდინარის პირას დატოვეს – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რას მოჰყვა სკოლის მოსწალეებს შორის ანგარიშსწორება? – geonewest.com
ახალი ამბები

16 წლის ბიჭს 4 არასრულწლოვანი ურტყამდა და მდინარის პირას დატოვეს – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რას მოჰყვა სკოლის მოსწალეებს შორის ანგარიშსწორება?

ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ჰყვებიან, 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოთხმა არასრულწლოვანმა „სალაპარაკოდ“ მდინარის ნაპირას გაიყვანა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიჭს დაზიანებები სახესა და თავის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დაშავებული ბიჭის ოჯახს საუბარი არ სურს. ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, რომ არასრულწლოვანს კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, დაშავებულს ამ ეტაპზე დაბეჟილობები და ტემპერატურა აღენიშნება.

რედაქცია ოთხივე არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს ესაუბრა. მათი ასაკი 13–16 წელია.

„არ მსურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდი ბავშვს და მის ოჯახს“, – ამბობს ერთ–ერთი არასრულწლოვნის დედა.

„ჩემი შვილისტადიონზე იყო, მაგრამ ჩხუბში არ მონაწილეობდა“, – ამბობს მეორე არასრულწლოვანის მამა.  

მესამე ბიჭის მშობელი ადასტურებს, რომ მისი შვილი ჩხუბის უშულო მონაწილე იყო: “როგორც ვიცი პოლიციას აქვს ეს საქმე, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. ახლა თბილისში ვარ, შვილთან არ მქონია საუბარი, თუმცა ის იყო უშუალო მონაწილე. დანარჩენზე ჩამოვალ და დაველაპარაკები მის მშობელს [დაშავებული ბიჭის დედას]”.

მეოთხე არასრულწოვანის მშობელმა კი თქვა, რომ მედიასთან საუბარი არ სურს.

დაშავებული ბიჭის ახლობელი ამბობს, რომ არასრუწლოვნებმა 16 წლის ბიჭისა და მის ძმის სცემა დაახლოებით ერთი თვის წინაც სცადეს.

სახრეთის კარიბჭე

Back to top button