
გომბორი-თელავი-ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ვერონასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის“ ტიპის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ტრანსპორტიდან გადმოსვლა შეძლო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.
ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წყარო: mak.ge



