გამოქვეყნდა ვანგას შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება 2024 წლისთვის
ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა გარდაიცვალა 1996 წლის აგვისტოში, მაგრამ მის მიერ თქმულ მომავლის პროგნოზებით ისევე ითვისებს საზოგადოება, როგორც ახალგამომცხვარ პურს. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ბულგარეთშიც კი არიან ისეთები, რომლებსაც მიაჩნიათმრომ ვანგას წინასწარმეტყველებები არის “კარგად გაპიარებული სახელმწიფო ბიზნესი.
შესაძლოა, ამ მიზეზთან ერთად, ვანგას “ახალი” “წინასწარმეტყველებები” არ იწურება და სულ ახალ-ახალი ცხვება.
მაგალითად, ბულგარულმა გაზეთმა „სტანდარტმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ცნობილი ბრმა ბულგარელი ქალის 2024 წლის პროგნოზები.
– მომავალ წელს გლობალური კონფლიქტის დიდი ალბათობაა. მისი შედეგი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში. ნათელმხილველის თქმით, შესაძლებელია ამ მოვლენამ დედამიწის მოსახლეობის შემცირება გამოიწვიოს, წერს გაზეთი “სტანდარტი”
ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც წყნარი ოკეანეს აუზში იქნება და რომელსაც მოჰყვება მსხვერპლთა დიდი რაოდენობა.
გარდა ამისა, მან 2024 წლისთვის იწინასწარმეტყველა სამი გიგანტის – რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შესაძლო გაერთიანება. მან ასევე ისაუბრა “წითელ ფულზე” რიცვებით 100 და 5. “თუმცა ამ გზავნილის მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება”, – აღნიშნავს ბულგარული გამოცემა.
ბულგარელი ნათელმხილველის არც თუ მცირე წინასწარმეტყველებები ახდა, მათ შორის ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა სტალინის გარდაცვალება და ინდირა განდის სიკვდილი, ამბობენ პრინცესა დაიანაზე თქვა, ავტოავარიაში მოყვებაო და მართლაც ასე მოხდა, მან ისიც განაცხადა, რომ ამ შემთხვევამდე 1 წლით ადრე თავად დაიღუპებოდა და ასეც მოხდა. ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, პრინცესა დაიანა კი ავარიით – 1997 წლის 31 აგვისტოს.
1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგვისტოს ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდება “კურსკი”, რომელსაც მსოფლიო იგლოვებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული წყალქვეშა ხომალდი “კურსკი” ჩაიძირა, დაიღუპა მისი ეკიპაჟის 181-ვე წევრი…
1989 წელს კი მან ივარაუდა, რომ “ამერიკელი ძმები” რკინის ჩიტებით დაეცემოდნენ… ბევრი მიიჩნევს, რომ ვანგამ 2001 წლის სექტემბერში ამერიკაში ტყუპი ცათამბჯენის აფეთქება იწინასწარმეტყველა.
თუმცა ბევრი მისი წინასწარმეტყველება არ ახდა, თუ გადახედავთ წარსულში გამოქვეყნებულ პოსტებს, ბევრ აბსურდამდე დასულ მოვლენებს წავიკითხავთ, მათ შორის ლობალურსაც, მაგალითად ვანგას წინასწარმეტყველებით, 2017 წელს მესამე მსოფლიო ომი უნდა დაწყებულიყო, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა უნდა მოყოლოდა.ასევე 2023 წელს დედამიწას ორბიტა უნდა შეეცვალა და სხვა.