(ვიდეო) “ასე როგორ დაეცით? ის ბავშვი ჯერ არ გაციებულა..” – რას წერს ლალი მოროშკინა
“ასე როგორ დაეცით? ის ბავშვი ჯერ არ გაციებულა..” – ამის შესახებ პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა წერს.
“მამა შალვაზე მოქილიკეებს გშლით.
ასე როგორ დაეცით?
ის ბავშვი ჯერ არ გაციებულა..”
შეგახსენებთ, რომ
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებდა. „ბასიანთან“ შეკრებილი იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები.
მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.