ახალი ამბები

„ამ თვეში უნდა დანიშნულიყო…“ – გოგონა, რომელიც საქორწილოდ ემზადებოდა, გარდაიცვალა: ცნობილია მისი ვინაობა და ნაადრევი გარდაცვალების მიზეზიც

28 წლის ქალი, ანი (ასმათ) გაზდელიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახლობლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სწრაფმავალი სიმსივნეა.

„მერამდენე ანგელოზი უკვე ხელედის თემში… გისამძიმრებ, ჩემო ხეობავ, ამ დიდ ტკივილს. უფალს ებარებოდეს ანი…“;

„28 წლის იყო… ჩვენი სოფლის თვალი… სვანეთიდან  ნანას ინიციატივით წამოვიყვანეთ… ჩემთან, სამების აკადემიაში ექსტერნად დაამთავრა სკოლა… ილიაუნი… უძლიერესი სპეციალისტი გაიზარდა… მშობლებმა „ხელი შეავლეს“ სახლს… ამ თვეში უნდა დანიშნულიყო…

დედის ცრემლნაპკურებ კალთაში მიაბარა სული უფალს დედისგან სახე ცრემლით დანამულმა ანგელოზმა… მოერია უკურნებელი სენი….

სამშაბათს დატოვებს ნიშნობისთვის გამზადებულ სახლს პატარა ციცქნა გოგონა… გოგონა, რომელიც სიცოცხლეს და იმედს ასხივებდა… ის ხომ  28 წლის იყო – სულ 28 წლის. ვაი, შენს დედ-მამას და ჭირისუფალს, შვილო!“ – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.

Back to top button