ახალი ამბები
ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა – დაშავებულია 13 წლის მოზარდი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
“ინტერპრესნიუსი”