
ვაზისუბნის მესამე მიკროში, გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორსპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
Palitravideo-ს ინფორმაციით ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
როგორც თვითმხილველი Palitravideo-ს უყვება, ბიჭსმოტეხილობები აღენიშნებოდა.
“გადარჩა მთავარია, პატარა მოტეხილობა ქონდა, ბავშვს ვაძინებდი ისეთი კივილის ხმა გავიგე, ახლა პოლიცია დგას და სამაშველო თუ არ ვცდები… ” – ამბობს თვითმხილველი.
დამატებით დეტალებს Palitravideo შსს-ში არკვევს.



